ტვიში 50 ლ
ID: 1003

ალკოჰოლი:
11.50

ფერი:
მსუბუქი ჩალისფერი

არომატი:
ატმის და ნესვის ტონებით

გემო:
დაბალანსებული ჰარმონიული ბუნებრივ სიტკბოსთან და გამაგრილებელი გემოთი

ჯიში:
ცოლიკაური
ტვიში ადგილწარმოშობის ბუნებრივად ნახევრადტკბილი თეთრი ღვინო
ღვინის შემადგენლობა:
100% ცოლოკაურის (განსაკუთრებული) ჯიშის ყურძენი;
ღვინო „ტვიში“ ხასიათდება ღია ჩალისფერიდან ჩალისფერამდე შეფერვით, ნაზი ჰარმონიული გემოთი, ხილის ტონებით, ჯიშური არომატით და სასიამოვნო სიტკბოთი. ღვინო მზადდება შეზღუდული რაოდენობით.
„ტვიშის“ სპეციფიკური ზონის ფართობი შეადგენს დაახლოებით 15 კმ². მევენახეობის სპეციფიკური ზონა „ტვიში“ მდებარეობს ლეჩხუმში, ცაგერის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპირო ზოლში; იგი მოიცავს ორ სოფელს ტვიშსა და ალპანას.