2018 წლის დასასრულს მეგობრებმა მივიღეთ გადაწყვეტილება შევსულიყავით ღვინის ბიზნესში და ჩვენი ბაბუების საქმე განსაკუთრებული საოჯახო ღვინის წარმოება აღგვედგინა.
2019 წლის დასაწყისში დავაფუძნეთ საწარმო სახელწოდებით „როიალ რაჭა“ და მიზნად დავისახეთ ღვინის მომხმარებლებისთვის შეგვეთავაზებინა და მომავალი თაობებისთვის შეგვენარჩუნებინა დასავლეთ საქართველოს რეგიონის რაჭა-ლეჩხუმის სიმდიდრე ბუნებრივად ნახევრადტკბილი „ხვანჭკარა“, „უსახელოური“, „ტვიში“, „რაჭული თეთრა“ და მშრალ ხვანჭკარად წოდებული „ალექსანდრეული“, რომელიც ადგილობრივი გლეხის ღრმა დაკვირვების უნარმა და გამოცდილებამ შექმნა ისტორიულად ნაქები ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინოები, რომლებიც დუღილნაკლულობამ კი არ წარმოშვა, არამედ საგანგებოდ შერჩეული ნედლეულის განსაკუთრებული სიფრთხილით დამუშავებამ და ტკბილის ბოლომდე დადუღებამ.
ყველა პროდუქტის წარმოება ხორციელდება ლიმიტირებული რაოდენობით.
2019 წელს მოვახდინეთ საწარმოს სავაჭრო ნიშნის დაპატენტება საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრში
საქმიანობის მიზანი (სამომავლო გეგმები)
საწარმოს ასევე დაგეგმილი აქვს 2021 წლის ბოლოს განახორციელოს ინვესტიცია და 10 ნომრიანი შატოს მოწყობა, სადაც დამსვენებლები და ბიზნეს პარტნიორები ადგილზე დააგემოვნებენ ჩვენს განსაკუთრებულ ღვინოებს, რაჭულ სამზარეულოს და ისიამოვნებენ ადგილობრივი ბუნების სილამაზით.
Château Racha Paradise by ROYAL RACHA
"ასევე 2021 წელს დაგეგმილია პრემიუმ ხარისხის ცქრიალა ღვინის (შამპანურის) და პრემიუმ ხარისხის არყის წარმოება“.
ადგილმდებარეობა
რაჭა/ლეჩხუმი ქართული მეღვინეობის პატარა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ეგზოტიკური მხარეა. ყველაზე მნიშვნელოვანი “ხვანჭკარის” და „ტვიშის“ მიკროზონაა. განსაკუთრებით სახელგანთქმულია წითელი ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინო “ხვანჭკარა” და „უსახელოური“.
კახეთისგან განსხვავებით, რაჭა/ლეჩხუმში ვენახები მცირე ტერიტორიაზეა გაშენებული, თუმცა ეს მხარე ყველა სხვა რეგიონისგან გამოირჩევა ხარისხიანი ყურძნითა და ძალზე ღრმა, საინტერესო ღვინოებით. ყურძნის ჯიშები რაჭა/ლეჩხუმში თითქმის მთლიანად ადგილობრივია. აქ ყველაზე მეტად გავრცელებულია, თეთრი ჯიშებიდან – რაჭული თეთრა და ცოლიკოური (ტვიში), წითელი ჯიშებიდან – ალექსანდროული, მუჯურეთული („ხვანჭკარა“,“ალექსანდრეული“) და უსახელოური;
საქმიანობის მიზანი
საწარმო ბაზარზე წარმოდგენილია პრემიუმ ხარისხის ხუთი სახეობის ღვინოებით, კერძოდ:
- ხვანჭკარა, უსახელოური - წითელი ნახევრადტკბილი;
- რაჭული თეთრა, ტვიში - თეთრი ნახევრადტკბილი;
- ალექსანდრეული - წითელი მშრალი;
ღვინის შეფუთვა:
- უმაღლესი ხარისხის მინის ბოთლი;
- უმაღლესი ხარისხის პორტუგალიური საცობი;
- ბოთლზე მოოქროვილი წარწერები (გამოიყენება ოქრო და ბოთლზე გადატანა ხდება სპეციალურ ღუმელში);
- ბოთლის ჩაჩი (პარაფინით ხელით დამუშავებული);
საწარმოს მიზანია „“Royal Racha”-ს ბრენდის ქვეშ წარმოებული პროდუქციის ადგილობრივ ბაზარზე პრემიუმ კლასის სასტუმროებში, ღვინის ბარებში და რესტორნებში რეალიზაცია და ექსპორტზე გატანა ევროპის, აშშ-ს.